უახლოეს დროში ევროპის რამდენიმე ქვეყნის ფედერაცია ფიფა-დან გასვლის შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT
უახლოეს დროში ევროპის რამდენიმე ქვეყნის ფედერაცია ფიფა-დან გასვლის შესახებ გამოაცხადებს #1TVSPORT

რამდენიმე ევროპული საფეხბურთო ფედერაცია განიხილავს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან (ფიფა) გასვლის შესაძლებლობას. ისინი უკმაყოფილონი არიან ფიფა-ს გეგმის გამო, რომელიც 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო AP News-მა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიფა-მ ეროვნული ნაკრებებისთვის შეადგინა ახალი კალენდარი, რომლის მიხედვითაც იგეგმება მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება. ორგანიზაციამ უკვე გაუგზავნა კალენდარი 211 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას. პროექტის მიხედვით, დიდი საერთაშორისო ტურნირების შესარჩევ ეტაპებზე მაქსიმუმ შვიდი მატჩის ჩატარებაა გათვალისწინებული. ამასთან, ასარჩევად ორი ვარიანტი არსებობს. პირველი – ითამაშონ შესარჩევი ტურნირი ორ ეტაპად – მარტში და ოქტომბერში. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს შვიდივე მატჩის მხოლოდ ოქტომბერში ჩატარებას.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დროში ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-დან გასვლის შესახებ გამოაცხადებს.