U21 | ზურიკო დავითაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ბელგიასთან „დინამო არენა“ გაივსება #1TVSPORT
U21 | ზურიკო დავითაშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ ბელგიასთან „დინამო არენა“ გაივსება #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებულ სტარტზე – რამაზ სვანაძის გუნდმა „დინამო არენაზე“ ტურნირის გახსნით მატჩში ერთ-ერთი ფავორიტი, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

„ბორდოს“ ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს ეროვნული ნაკრებიდან შეუერთდა და პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა.

„რთული თამაში იყო, მით უმეტეს, შოტლანდიის ევროვნულ ნაკრებთან მატჩის მერე. დაღლილები ვიყავით, გვიან ჩამოვედით, მაგრამ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ჩვენ გვინდოდა – უტრავმოდ და, რაც მთავარია, ჩვენი მოგებით.

შანსები ისედაც გვქონდა, მაგრამ ახლა ყველამ დაინახა, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია და იმედია, საქართველოს ნაკრების ტრიუმფს ერთად ვიზეიმებთ.

პირველ რიგში, დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩში, ბელგიასთან, „დინამო არენა“ გაივსება და მთელი საქართველო გვიქომაგებს, ეს ბიჭებისთვის დიდი სტიმული იქნება. ბელგიასთან მოგება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, პირველ სამ ქულასთან ერთად, A ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ევრო 2023-ის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 24 ივნისს, ბელგიასთან „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გამართავს.