U21 | საქართველოს ნაკრები კაპიტნის გარეშე ემზადება - მექვაბიშვილი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გუნდის კაპიტნის გარეშე განაგრძობს – საწვრთნელ პროცესს ტრავმის გამო „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა, რომელიც რამდენიმე დღე ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება.
რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს ამხანაგურ მატჩში კვიპროსს უმასპინძლებს. სად გაიმართება მატჩი, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი:
21 ივნისი, 20:00
საქართველო – პორტუგალია
24 ივნისი, 20:00
საქართველო – ბელგია
27 ივნისი, 20:00
საქართველო – ნიდერლანდები
უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.