U21 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ნიდერლანდებთან ცნობილია - საზონოვი მატჩს ვირუსის გამო გამოტოვებს #1TVSPORT
U21 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ნიდერლანდებთან ცნობილია - საზონოვი მატჩს ვირუსის გამო გამოტოვებს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ვენლოში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, რამაზ სვანაძის გუნდს ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ვირუსი გამო ვერ დაეხმარება.

საქართველოს 21-წლამდელთა გუნდი ნიდერლანდებთან შემდეგი შემდაგენლობით ითამაშებს: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, მამაცაშვილი, ზურაბიანი, ლომინაძე, ოდიშარია, ლ. გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი. ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდები-საქართველოს დაპირისპირება ვენლოში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება – მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.