U21 | საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალია დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დღის ბოლო მატჩი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებს, საფრანგეთსა და იტალიას შორის გაიმართა და აპანენინელთა მარცხით დასრულდა – 1:2.
იტალიელებისა და ფრანგების მეტოქეები D ჯგუფში ნორვეგიელები და შვეიცარიელები არიან. შვეიცარიის ახალგაზრდულმა გუნდმა ნორვეგია უკვე დაამარცხა და საფრანგეთთან ერთად (3 ქულით) ჯგუფის ლიდერია.
21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე დღეს კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა:
U21 | ინგლისი vs ჩეხეთი (2:0)
გერმანია vs ისრაელი (1:1)
შვეიცარია vs ნორვეგია (2:1)
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია საქართველოს 21-წლამდელების ისტორიული მატჩი იყო, რომლებმაც ტურნირის ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია 2:0 დაამარცხეს.