U21 | რამაზ სვანაძემ ფეხბურთელებს მიმართა - ძალიან დიდ გუნდს მოვუგეთ, ბევრი შეგვიძლია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევრო 2023-ის გახსნით მატჩში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიასთან მოგების (2:0) შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და მოუწოდა, რომ მხოლოდ წარმატებაზე იფიქრონ.
„ძალიან დიდ გუნდს მოვუგეთ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა – როდესაც ერთად ვართ, გუნდი ვართ, ასეთი ერთიანობა და სიყვარული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ ეს დასაწყისია. ჩვენი აწეული თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ და ჩვენგან უფრო მეტს ელოდებიან. დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშზე სტადიონი გაივსება.
ზომიერების ფარგლებში ვზეიმობთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი და მხოლოდ სამი ქულაა. თუ მაღლა არ იყურები, სულ დაბლა დარჩები. ვზეიმობთ, მაგრამ ხვალიდან უკვე ბელგიაზე ვფიქრობთ – აბა, თქვენ იცით“, – ამბობს რამაზ სვანაძე.