U21 | პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორიც აღარ უნდა გავიმეოროთ #1TVSPORT
U21 | პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან ისეთი შეცდომები დავუშვით, როგორიც აღარ უნდა გავიმეოროთ #1TVSPORT

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ ევრო 2023-ზე საქართველოსთან წაგებული სასტარტო მატჩი (2:0) შეაფასა და მარცხის მიზეზები დაასახელა.

„მატჩის შემდეგ გასახდელში ვისაუბრეთ და ვუთხარი მოთამაშეებს, რომ ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. დარჩენილ ორი შეხვედრას უფრო მობილიზებულები უნდა შევხდეთ.

ახლა ფოკუსირებულები ვართ სწორედ შემდეგი მატჩებზე. ყველა მოთამაშეს ესმის ამ შეხვედრების მნიშვნელობა და შეეცდებიან, რომ საუკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.

რა მოხდა, რა შეცდომა დაუშვა გუნდმა და რატომ ვერ აჩვენა ის ხარსხი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენეთ? პირველი ფაქტორი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა, მას ბევრი მაყურებელი ამხნევებდა. ჩვენ ის შეცდომები დავუშვით, რაც შემდეგ შეხვედრებში არ უნდა დავუშვათ.

ხომ არ მოეშვა გუნდი, რადგან კვარაცხელია და მიქაუტაძე არ თამაშობდნენ? არ მგონია, ეს იყოს წაგების მიზეზი. ჩვენ ვართ კონცენტრირებული არა მეტოქის შემადგენლობაზე, არამედ მოგებაზე. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

რა გავლენა ექნება ამ წაგებას შემდეგ თამაშზე ნიდერლანდებთან? ჯერ მეორე მატჩზე ვერაფერი ვიტყვი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვაში არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ზუსტად იმ დროს გავუშვით ის ორი გოლი, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით. შეგევძლო, უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით, მაგრამ ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა.