U21 I ზურიკო დავითაშვილი - ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ #1TVSPORT
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა, რომლის გოლითაც ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.
„ურთულეს ჯგუფში ვიყავით და ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. რთული იყო პირველი ტაიმი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.
ახლა მეოთხედფინალში ვართ და ჩვენი მთელი ფიქრები ამ შეხვედრაზეა. შევეცდებით, რომ ისე ვითამაშოთ, გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა.
ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის განსხვავება? როდესაც ასეთ ტურნირია, არაფრით განსხვავდება და გოლს ისევე აღვნიშნავ, როგორც ეროვნულში. მე ამ თაობასთან ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
A ჯგუფში რამაზ სვანაძის გუნდი ადგილზე გავიდა და ევრო2023-ის მეოთხედფინალში პირველ ივლისს „დინამო არენაზე“ C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.