U21 I შეკრება საგურამოში - ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადებას ასრულებს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის წვრთნას საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივის“ ბაზაზე განაგრძობს.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საწვრთნელ პროცესში შემადგენლობის ყველა წევრი მონაწილეობდა. სრული დატვირთვით ვარჯიშობს „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი, რომელსაც მანამდე მცირე ტრავმა აწუხებდა.
21-წლამდელთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური თამაში 15 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან გამართა და 2:0 გაიმარჯვა.
ნაკრებს 21 ივნისს შეუერთდებიან ეროვნულ გუნდში გამოძახებული მოთამაშეები – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (სამივე – საბურთალო), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე – დინამო თბილისი), ნიკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – სამგურალი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
U21 | მატჩების განრიგი:
21 ივნისი, 20:00
საქართველო V პორტუგალია
24 ივნისი, 20:00
საქართველო V ბელგია
27 ივნისი, 20:00
საქართველო V ნიდერლანდები
უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.