U21 I საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მატჩისთვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს U21 ნაკრები I ძირითადი შემადგენლობა:
გიორგი მამარდაშვილი, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, ივა გელაშვილი, საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი გაგუა.
სათადარიგოთა სკამი:
ლუკა კუტალაძე, ნოდარ ყალიჩავა, ნიკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე, ნიკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფის პირველ შეხვედრაში „დინამო არენაზე“ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, ხოლო ბელგიელებმა ნიდერლანდებთან „მესხის სტადიონზე“ 0:0 ითამაშეს.