U21 I ერვინ ვან დერ ლოი - საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ #1TVSPORT
U21 I ერვინ ვან დერ ლოი - საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დერ ლოიმ საქართველოსთან მატჩამდე „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

„ჩვენ წინა ორ შეხვედრაში მეტი მომენტი შევქმენით და გამარჯვებას ორივე შემთხვევაში ვიმსახურებდით, თუმცა მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. თუ ბოლო ტურში საქართველოსთან საკუთარ შანსებს გამოვიყენებთ, ვფიქრობ, მოვიგებთ.

საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს არ შეგვაშინებს. პირიქით, ველოდები ჩემი მოთამაშეების ძალიან კარგ გამოსვლას.

ველოდი თუ არა საქართველოსგან ასეთ შედეგს? ევროპის ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, სადაც სუსტი მონაწილე არაა და შედეგს ყველასგან უნდა ელოდე. მნიშვნელოვანი იყო ქომაგის ფაქტორი, ყველა ჰიმნს მღეროდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ“, – განაცხადა ერვინ ვან დერ ლოიმ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს რამაზ სვანაძის გუნდი 27 ივნისს, „დინამო არენაზე“ ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.