U21 I ანზორ მექვაბიშვილი - პორტუგალია ძლიერი გუნდია, მაგრამ მაყურებელს ჩვენი სახე უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას 21 ივნისს პორტუგალიასთან ჩაატარებს.
მოახლოებული მატჩის წინ ახალგაზრდულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო გუნდის კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა საკუთარ მდგომარეობასა და თამაშზე ისაუბრა.
„ტრავმა მოვიშუშე და, ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ. არაფერი მაწუხებს და მატჩს დიდი მოლოდინით ველი. ჩვენი მაყურებლის წინაშე კარგად უნდა ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, პორტუგალია ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკუთარი სახე, სტილი და ვეცდებით, ეს ქომაგებსა და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა.
საქართველოსა და პორტუგალიის U-21 ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ დღეს, 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.