U21 | გიორგი გულიაშვილი - კვიპროსთან მოგება კარგი განწყობისთვის გვჭირდებოდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, გიორგი გულიაშვილმა კვიპროსთან ამხანაგური მატჩი შეაფასა და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კარგი განწყობისთვის მოგება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. ახლა უშუალოდ პორტუგალიასთან თამაშზე გადავერთვებით, რომელიც რთული მეტოქეა. მინდა, გულშემატკივარს მოვუწოდო, 21 ივნისს მოვიდნენ „დინამო არენაზე“ და გვიქომაგონ“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
U21 | მატჩების განრიგი
21 ივნისი, 20:00 | საქართველო – პორტუგალია
24 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბელგია
27 ივნისი, 20:00 | საქართველო – ნიდერლანდები