დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის „შტადსპარკსვალენზე“, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს შვედეთის ნაკრებთან. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ქართველ 21-წლამდელებს შესარჩევ ჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ 16 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, შვედეთი 14 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ამ მატჩის მოგებით, საქართველოს ნაკრებს შეუძლია ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდოს, რაც ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვედრის წინაპირობა იქნება.
შვედეთის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი 15 ოქტომბერს ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).
მცველები: ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), ზურაბ რუხაძე („დილა“), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი“, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999“), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), დავით გოცირიძე („დინამო თბილისი“).
მწვრთნელის კომენტარი
რამაზ სვანაძე: დასკვნით ეტაპზე ვართ მისული. გეგმა, რომელიც თავიდან დავისახეთ, რომ ბოლო ტურებამდე გვქონოდა ჯგუფიდან გასვლის შანსი, შევასრულეთ, რაც ძალიან კარგია. ამის უკან დიდი შრომა დგას, როგორც ფეხბურთელებისა და სტაფის წევრების, ასევე ყველა იმ ადამიანის ვინც ჩართულია საქართველოს ნაკრების განვითრებაში.
განვლილ თამაშებში გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და ახლა დადგა ეტაპი, როდესაც ყველა ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ მატჩის მნიშვნელობა, იციან, რა დონის გუნდთან უწევთ თამაში და ამაზე ზედმეტი საუბარი არ გვჭირდება. ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური ტესტი იქნება, სადაც მოთამაშეებმა უნდა გამოავლინონ ხასიათი, რომელიც ჩვენს გუნდს ყოველთვის ჰქონდა და ამით გამორჩეული იყო.
მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვქონდა, თუმცა მჯერა ჩემი ფეხბურთელების. დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება, აუცილებლად გვჭირდება დადებითი შედეგის მიღწევა, რომ ბოლო ტურში საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებული.
გული მწყდება, რომ მიზეზთა გამო ისეთი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, როგორიც წარმომედგინა, ვგილისხმობ გაბრიელ სიგუას, საბა საზონოვისა და ლუკა გაგნიძის არყოფნას.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, მის არყოფნას დანაკლისს ვერ დავარქმევ, რადგან ჩვენი უპირველესი მიზანია ეროვნულ ნაკრებს უწყვეტად მივაწოდოთ ფეხბურთელები, წარმატებას ვუსურვებ საბას და მიხარია, რომ ჩვენთან მომზადებულ ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრების კარს თამამად უღებენ.
თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | ||
1 | ნიდერლანდები | 9 | 9 | 0 | 0 | 29–3 | 27 |
2 | საქართველო | 8 | 5 | 1 | 2 | 10–6 | 16 |
3 | შვედეთი | 8 | 4 | 2 | 2 | 22–5 | 14 |
4 | ჩრ. მაკედონია | 8 | 3 | 0 | 5 | 5–12 | 9 |
5 | მოლდოვა | 9 | 2 | 1 | 6 | 6–18 | 7 |
6 | გიბრალტარი | 10 | 1 | 0 | 9 | 3–31 | 3 |
ურთიერთშეხვედრები
ევრო 2025. შესარჩევი ეტაპი. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველო – შვედეთი 0:0
საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, ოდიშარია (65. გ. მამაგეიშვილი), ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, კვერნაძე (85. გ. აბუაშვილი), სიგუა.
შვედეთი: ოლივერ დოვინი, იოსაფათ მენდესი, კასპერ ვიდელი, იესპერ ტოლინსონი (75. სმაილოვიჩი), დანიელ სვენსონი, არმინ გიგოვიჩი, მაიკელ ლაჰდო (75. ნოა პერსონი), იასინ აიარი, ოტო როზენგრენი (83. ბერგვალი), ვილიოტ სვედბერგი (61. კასემი), ოსკარ ვილჰელმსონი (61. იუელ პერსონი)
ევრო 2017. შესარჩევი ეტაპი. 17 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველო-შვედეთი 0:1
გოლი: 0:1 მრაბტი (72)
საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, ცნობილაძე, დვალი (კაპ), უბილავა, აბურჯანია, ფანცულაია (46. ქოჩლაძე), ს. ლობჟანიძე, პაპუნაშვილი, ო. კიტეიშვილი, კაჭარავა (46. რ. ჭანტურია)
შვედეთი: კაიტოფტი, ლუნკვისტი, ი. ნილსონი, სტარკე-ჰედლუნდი, ვალკვისტი, ოლსონი (90. სევანკამბო), ტიბლინგი, მრბატი, ფრანსონი (67. ზენელი), ტანკოვიჩი (84. გ. ნილსონი), ენგვალი.
ევრო 2017. შესარჩევი ეტაპი. 3 ივნისი, 2016 წელი
შვედეთი-საქართველო 3:2
გოლები: 1:0 კ. ოლსონი (27-პენ), 1:1 ბ. არაბული (35), 2:1 კრაფტი (77), 2:2 ო. კიტეიშვილი (89), 3:2 ჯ. ლარსონი (90+5).
შვედეთი: ერლანდსონი, კრაფტი (87, ნ. სონკო-სუნდბერგი), ვალკვისტი, ი. ნილსონი, კონატე, ტანკოვიჩი, ფრანსონი, ოლსონი, ზენელი (90. ჯ. ლარსონი), ენგვალი, მობერგ-კარლსონი (62. გუსტაფსონი).
საქართველო: გოშაძე, გეგეჭკორი, მარგველაშვილი, ცნობილაძემ, ჩაბრაძე, გვილია, გოროზია, ხარაიშვილი, ო. კიტეიშვილი (კაპ. 90+1 თევზაძე), არაბული (72. ლ. შენგელია), კაჭარავა (80. ზივზივაძე).