U21 | ჩეხეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანია დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში ერთმანეთს ჩეხეთისა და გერმანიის ნაკრებები „ბათუმი არენაზე“ დაუპირისპირდნენ.
ჩეხებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები 2:1 დაამარცხეს და ჯგუფში პირველი ქულები (3) მოიპოვეს. ამავე ჯგუფში ექვსი ქულა დააგროვა ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ისრაელსა და გერმანიას თითო-თითო ქულა აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.