U21 | ბელგიამ და ნიდერლანდებმა ფრე ითამაშეს, უკრაინამ ხორვატია დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბელგიისა და ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებებმა ნულოვანი ფრე ითამაშეს – 0:0. საქართველომ კი პორტუგალიის ძლიერ ნაკრებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში სამი ქულით გალიდერდა.
უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიას 2:0 მოუგო და ჯერჯერობით ჯგუფში პირველ ადგილზეა, სანამ რუმინეთისა და ესპანეთის 21-წლამდელები ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.