U21 | ახალგაზრდულ ნაკრებს შვედეთთან იობაშვილი ვერ დაეხმარება - სვანაძემ აბუაშვილი და სიგუა დაიმატა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები განაგრძობს მზადებას შვედეთთან მატჩისთვის, რომელიც 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე ბათუმის არენაზე გაიმართება.
21-წლამდე ნაკრები შვედეთთან მატჩს შემადგენლობაში ცვლილებებით შეხვდება – ნიდერლანდებთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, „დინამო თბილისის“ ფორვარდი ჯადული იობაშვილი მეორე შეხვედრაში ვეღარ დაეხმარება.
ჯადული იობაშვილის დანაკლისს, რუმინული „პეტროლულის“ შემტევი გიორგი აბუაშვილი შეავსებს. ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებს შვედეთთან მატჩში, ეროვნული გუნდში გამოძახებული გაბრიელ სიგუა დაეხმარება, რომელიც 21-წლამდე ნაკრების შეკრებას ხვალ შემოუერთდება.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე, ლუკა ლაცაბიძე, საბა ხვადაგიანი (სამივე – დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია, ლევან ოსიყმაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე – საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები).
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ნაკრებებს 6-6 ქულა აქვთ. პრინციპული შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, tkt.ge-ზე და ასევე, „ბათუმი არენას“ სალაროებში (11:00-18:00).