ხვალ, 16:00 საათზე, მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრების უკანახაზში ორი ცვლილებაა – შიდა შუამარბად (12) გიორგი წიკლაური ითამაშებს, ხოლო გარე შუამარბის პოზიციას (13) დემე თაფლაძე შეავსებს, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ფრთაზე ირჯებოდა. მის ნაცვლად გარემარბის პოზიციაზე თემურ ჭიჭინაძე ითამაშებს.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია შერკინებაში, მატჩს პირველ ხაზში გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და ლუკა აზარიაშვილი დაიწყებენ. შემადგენლობაში არ არის ბექა საღინაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორე ხაზში ერთმანეთს ლუკა გელაშვილი და ლაშა ჯანიანი შეუწყვილდებიან.
ცვლილებებია მე-3 ხაზშიც, სადაც თორნიკე ჯალაღონიამ, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან მარბიელად (6) თამაშობდა, არსენ მაჩალაძე შემკვრელის (8) პოზიციაზე ჩაანაცვლა, 6 ნომერზე კი სანდრო მამათავრაშვილი ითამაშებს.
საფრანგეთთან მატჩისათვის ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ასე გამოიყურება –
შერკინება: 1. ნუცუბიძე, 2. ზამთარაძე, 3. აზარიაშვილი, 4. გელაშვილი, 5. ჯაიანი, 6. მამათავრაშვილი, 7. გოგოლაშვილი, 8. ჯალაღონია
უკანა ხაზი: 9. აფრასიძე, 10. აბჟანდაძე, 11. ძაგნიძე, 12. წიკლაური, 13. თაფლაძე, 14. ჭიჭინაძე, 15. მამუკაშვილი
მარქაფა: 16. მენაბდე, 17. გოგიჩაშვილი, 18. ხარაიშვილი, 19. აბესაძე, 20. მაჩალაძე, 21. ალანია, 22. ლომიძე, 23. დვალიშვილი