U20 - „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან
დღეს, 20:30 საათზე, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები 2018 წლის U20 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. ტურნირი საფრანგეთის სამ ქალაქში – ბეზიეში, პერპენიანში და ნარბონში ჩატარდება.
ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისათვის საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია:
შერკინება: 1. გოგიჩაშვილი, 2. პაპიძე, 3. ჯაფარიძე, 4. საღინაძე, 5. ჯაიანი, 6. ჯალაღონია, 7. გოგოლაშვილი, 8. მაჩალაძე
ხაზი: 9. აფრასიძე, 10. აბჟანდაძე, 11. ძაგნიძე, 12. ლომიძე, 13. სვანიძე, 14. თაფლაძე, 15. მამუკაშვილი
მარქაფა: 16. ზამთარაძე, 17. ნუცუბიძე, 18. ხარაიშვილი, 19. გელაშვილი, 20. აბესაძე, 21. დვალიშვილი, 22. ჭიჭნაძე, 23. ალანია
სამატჩო შემადგენლობის რვა მოთამაშემ U20 მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან, საქართველოშიც ითამაშა. გურამ გოგიჩაშვილს, ლევან პაპიძეს, ბექა საღინაძეს, ლაშა ჯაიანს, თორნიკე ჯალაღონიას, არსენ მაჩალაძეს, თენგიზ ზამთარაძეს, თედო აბჟანდაძეს, ლუკა დვალიშვილს და გელა აფრასიძეს ზურგს გამოცდილება უმაგრებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პატარა „ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკასთან ორი შეხვედრა ითამაშეს და ორივე დათმეს.