საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ მატჩიან საერთაშორისო სერიას ჩაატარებს, რომელშიც ინგლისის საფრაფოთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი 19 მაისს, 20:00 საათზე, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშებიან.
მეორე დაპირისპირებაში, რომელიც 25 მაისს, 16:00 საათზე, რუსთავში გაიმართება, ინგლისელებს უმცროსი „ბორჯღალოსნების“ რეზერვი ეთამაშება.
მატჩებზე დასწრება თავისუფალია.