U17 | ირაკლი ვეკუამ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონტზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. კვრაცხლბეკლზე ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი ავიდა.
17-წლამდელთა შორის +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა, გივი დარსაველიძე კი ორ ვერცხლს დაეუფლა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ირაკლი ვეკუამ ატაცში 139 / 144 / 147 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 172 / 174 / 187 კილოგრამითაც, მესამე ოქრო კი ორჭიდის ჯამში (334 კილოგრამით) ერგო.
გივი დარსაველიძემ ატაცში 133 / 137 კილოგრამის დაძლევით მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში კი თავი 160 / 170 / 173 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დეუფლა. დარსაველიძემ ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამი დაძლია და მეორე ვერცხლის მედლს დაეუფლა.