თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რაგბიში რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გაიმართება. ტურნირი 12 აპრილს დაიწყება და 21-ში დასრულდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის რაგბის კავშირი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ არიან, რომლებმაც შარშან ფინალში საფრანგეთი ანგარიშით 8-3 დაამარცხეს. სამწუხაროა, რომ ფრანგებმა, „ექვსი ერის“ მონაწილე სხვა ნაკრებების მსგავსად, ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატი დატოვეს და წელს ტურნირის უპირველეს ფავორიტად სწორედ საქართველო მიიჩნევა.