კალათბურთის მოყვარულებს, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და ვერ ახერხებს ნბა-ს მატჩების ხილვას, სოციალური მედიაპლატფორმა „ტვიტერისგან“ საკმაოდ სასიამოვნო სიურპრიზი ელით.
კომპანიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან შეთანხმებას მიაღწია და ყველა ვარსკვლავის მატჩიდან მოყოლებული რეგულარული სეზონის მინიმუმ 25 შეხვედრას და ასევე პლეი ოფის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს.