თვის ყველაზე ეფექტური ნახტომი - მამარდაშვილი ლა ლიგის ვებგვერდმა აღიარა [ვიდეო] #1TVSPORT
აგვისტოში, ესპანეთის ჩემპიონატში მეკარეებს შორის ყველაზე ეფექტური მოგერიება (სეივი) „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განახორციელა, – ასეთია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიგის პოზიცია.
„ლა ლიგა სანტანდერის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მეკარეთა გამორჩეული ეპიზოდები იუთუბის საკუთარ არხზე გამოაქვეყნა. ხუთეული ადგილების მიხედვით სია ასე გამოიყურება:
5. ჟულენ აგირესაბალა, ელჩე – ატლეტიკი
4. დავიდ სორია, ხეტაფე – სევილია
3. ხერონიმო რული, ატლეტიკო მადრიდი – ვილიარეალი
2. სტოლე დიმიტრიევსკი, რეალი სოსიედადი – რაიო ვალეკანო
1. გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია – ხეტაფე
აღსანიშნავია, რომ „ლა ლიგა სანტანდერის“ იუთუბ-არხს შვიდ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ვიდეო, სადაც აგვისტოში ლა ლიგის მეკარეებში ყველაზე ეფექტური ნახტომებია ასახული, 2 წუთი და 9 წამი გრძელდება. ქართველის ეპიზოდი ყველაზე ხანგრძლივია – „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს 36-წამიანი მონაკვეთი დაუთმეს.