თვეში 8.3 მილიონით მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

16:10, 08.02.2019

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ (L’Equipe) გამოაქვეყნა ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია.

ყველაზე მეტს გამოიმუშავებს „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – დაბეგვრის გარეშე მისი ხელფასი თვეში 8.3 მილიონი ევროა.

ამ სიის ტოპ-ათეული ამგვარად გამოიყურება –

1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 8.3 მილიონი
2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 4.7
3. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 3.3
4. ნეიმარი (პსჟ) – 3.06
5. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 2.9
6. გარეტ ბეილი (რეალი) – 2.5
7. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა) – 2.3
8. ალექსის სანჩესი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 2.28
9. კილიან მბაპე (პსჟ) – 1.73
10. მესუთ იოზილი (არსენალი) – 1.6

ბუნდესლიგაში ყველაზე მეტს იღებს „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი – 1.37 მილიონი ევრო თვეში.

მსგავსი