„ტვენტემ“ „აიაქსი“ დაამარცხა - მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსში“ ერედივიზიონის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა „ტვენტეს“ წინააღმდეგ, რომელიც ამსტერდამელებმა 1:3 წააგეს.
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა „აიაქსმა“ გასვლაზე ჩაატარა და „ტვენტეს“, რომელიც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია, ვერაფერი მოუხერხა.
„ტვენტე“ პირველივე ტაიმში როტსის (7) და სტაინის (11) გოლებით დაწინაურდა და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. 35-ე წუთზე ამსტერდამელთა თავდამხმელმა ბრობიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და „აიაქსს“ თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა.
გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოეთა შორის იყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. 79-ე წუთზე უნუვარიმ მასპინძლების უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა. რამდენიმე წამის შემდეგ ქართველ თავდამსხმელს სადებიუტო გოლის გატანის შანსი მიეცა, მაგრამ „ტვენტე“ მეკარემ გადაარჩინა.
„აიაქსმა“ ერედივიზიონში გამართული ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა.