„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ პროკურატურაშია დაბარებული
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ პროკურატურაშია დაბარებული. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!
ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!“ – წერს ვატო წერეთელი.
სავარაუდოდ, ვატო წერეთელს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.