Tuttosport-მა 2023 წლის „ოქროს ბიჭუნას“ 25 ფინალისტი დაასახელა #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემამ, Tuttosport-მა 2023 წლის „ოქროს ბიჭუნას“ 25 ფინალისტი დაასახელა. გამოცემა ყოველწლიურად ავლენს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ტოპ ლიგაში თამაშობს და ასაკი არ აღემატება 21 წელს.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2003 წლიდან გაიცემა. მისი პირველი მფლობელი ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვაარტია, ხოლო 2022 წელს „ოქროს ბიჭუნა“ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი გავი გახდა. ეს უკანასკნელი ასაკობრივ კრიტერიუმს წელსაც აკმაყოფილებს, თუმცა ფინალისტებს შორის მოქმედი გამარჯვებულის სტატუსის გამო ვერ მოხვდა.
„ოქროს ბიჭუნას“ 25 ფინალისტი:
1 – ჯუდ ბელინგემი („რეალი“)
2- ალეხანდრო ბალდე („ბარსელონა“)
3- ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)
4- ჩავი სიმონსი („ლაიფციგი“)
5- ანტონიო სილვა („ბენფიკა“)
6- ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“)
7- ბენჟამინ სესკო („ლაიფციგი“)
8- ჯორჯო სკალვინი („ატალანტა“)
9- რასმუს ჰოილუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
10- ლევი კოლვილი („ჩელსი“)
11- იოჰან ბაკაიოკო (პსვ)
12- მილოშ კერკეჟი („ბორნმუთი“)
13- არტურ ვერმეერენი („ანტვერპენი“)
14- ევან ფერგიუსონი („ბრაიტონი“)
15- ლუკას გურნა-დოუ („ზალცბურგი“)
16- ვარენ ზაირ-ემერი (პსჟ)
17- უსმან დიომანდე („სპორტინგ ლისაბონი“)
18- არნაუ მარტინესი („ჟირონა“)
19- მატიას ტელი („ბაიერნი“)
20- ენდი დიუფი („ლანსი“)
21- არდა გიულერი („რეალი“)
22- ბილალ ელ ხანუსი (გენკი)
23- მარტინ ბატურინა („დინამო ზაგრები“)
24- ჟოაუ ნევეში („ბენფიკა“)
25- ლამინე იამალი („ბარსელონა“)