„ტუტომერკატო“ ჩაკვეტაძისადმი „რომას“ ინტერესზე - ქართველის სატრანსფერო ფასი 10-15 მილიონია
„ტუტომერკატო“ ჩაკვეტაძისადმი „რომას“ ინტერესზე - ქართველის სატრანსფერო ფასი 10-15 მილიონია

ცნობილია ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც იტალიური გრანდი „რომა“ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა – ინფორმაციას პოპულარული იტალიური გამოცემა „ტუტომერკატო“ ავრცელებს.

წერილში „რომა“ ფლანგის ფეხბურთელზე ნადირობს – სიაში ჩაკვეტაძეა. გამოცემა ამტკიცებს, რომ „რომას“ სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაჩის კონკრეტული დავალება გააჩნია.

„ცნობილი გახდა, რომ „რომა“ . გუნდის სპორტული დირექტორის, ჯანლუკა პეტრაჩის სატრანსფერო სიაში ქართველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ნიჭიერი ახალგაზრდა ბელგიურ „გენტში“ ირიცხება. სათამაშო სქემაში 4-2-3-1 ნახევარდაცვის ტრიადის სამივე როლში თამაში შეუძლია (უპირატესად, მარცხნივ), შემტევ ტაქტიკაშიც ( 3-4-3 ან 4-3-3 სქემის დროს) ასევე მარცხენა ფლანგიდან მოქმედება ურჩევნია,“ – წერს „ტუტომერკატო“.

გავრცელებული ცნობით, ჯანლუკა პეტრახი მზადაა ბელგიიდან ქართველი ჩაიყვანოს და მომავლის „რომა“ ააშენოს. იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობით, სწრაფი და ტექნიკური 20 წლის ქართველის სატრანსფერო ფასი ამჟამად 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. Il Messaggero- ს ცნობით კი, 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელის კანდიდატურაზე თანხმობა გუნდის მთავარ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამაც განაცხადა.

„რომა“ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელის ტრანსფერით შარშანდელი საზაფხულო სატრანბსფერო „ფანჯრის“ გახსნამდეც ინტერესდებოდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე უმძიმესმა ტრავმამ შვიდი თვე დაასვენა და ტრანსფერი ჩაშალა.