100+ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი დღეს პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. მეოთხედფინალში მან ჰოლანდიელი იურ სპაიკერსი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ნახევარფინალში თუშიშვილი ლევან მატიაშვილს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა.