თურქული გამოცემა - „სპარტაკი“ „დენიზლისპორს“ ანანიძის შესახებ შეუთანხმდა
თურქული გამოცემა - „სპარტაკი“ „დენიზლისპორს“ ანანიძის შესახებ შეუთანხმდა
„მოსკოვის „სპარტაკი“ „დენიზლისპორთან“ ჯანო ანანიძის შესახებ შეუთანხმდა და ხელშეკრულებას ხელი მალე მოეწერება“ – ინფორმაციას „აკიშაბერი“ ავრცელებს.
 
თურქული გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების მოთამაშე თურქეთის სუპერლიგის გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს დღეებში გეგმავს.
„საიჯარო ხელშეკრულება უკვე შეთანხმებულია. „დენიზლისპორი“ ასევე დაინტერესებულია „ბეშიქთაშის“ ამერიკელ ტაილორ ბოიდლის გადაბირებითაც. სავარაუდოდ, მასთან, ისევე როგორც ანანიძესთან, ხელშეკრულებას ხელს უახლოეს დღეებში მოაწერენ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და კლუბს წასვლა თავად სთხოვა. ჯანოს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების თამაშამდე ფორმაში ჩადგომა და სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს.