თურქული გამოცემა „მალატიგუნსელი“ - ქართველი ფეხბურთელები ქურდობაზე დააკავეს
ხუთი ქართველი ფეხბურთელი თურქეთში ქურდობაზე დააკავეს – თურქული გამოცემის, „მალატიგუნსელის“ (malatyaguncel) ცნობით, მათ სავარაუდოდ სავაჭრო ცენტრში ქურდობა ბრალდებათ.
„ცხინვალის „სპარტაკის“ ხუთმა ფეხბურთელმა სავარაუდოდ ანტალიის სავაჭრო ცენტრში საქონელი მოიპარა. ეს ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პირველი ლიგის გუნდი „ცხინვალი“ ბელეკში მოსამზადებლად ჩამოვიდა. გუშინ, მოთამაშეები – გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. კონიატის რაიონის სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ და შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ. სავარაუდოდ, მაღაზიის დახურვის შემდეგ, თანამდებობის პირებმა და ვინც საქონელს აკონტროლებს, აღმოაჩინა, რომ ცხრა ერთეული საქონელი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა, პოლიციამ იმავე პერიოდში დაწესებულებაში მყოფ კლიენტებზე გაამახვილა ყურადღება. აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი იყო. გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ბელეკის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს“, – წერს თურქული გამოცემა.
გამოცემის ცნობით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ მათ სასამართლოს წარუდგენენ. ჯერჯერობით „ცხინვალი“ მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.