თურქული გამოცემა - ლობჟანიძემ დიდი ნახტომი გააკეთა და შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს #1TVSPORT
არის ალბათობა, რომ ზაფხულში საბა ლობჟანიძის ტრანსფერი განხორციელდეს და საქართველოს ნაკრების შემტევის ახალი კლუბი მის ამჟამინდელზე, „ანკარაგუჯუზე“ ბევრად ძლიერი იყოს – ამის შესახებ თურქული გამოცემა yenisafak წერს.
წერილში („ანკარაგუჯუს“ ვარსკვლავი საბა ლობჟანიძე გუნდში ბოლო კვირებს ატარებს) თურქული გამოცემა 24 წლის ფლანგის შემტევის კარგ თამაშს აღნიშნავს.
„ანკარაგუჯუს“ შემტევმა საბა ლობჟანიძემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც გუნდმა „გალათასარაი“ დაამარცხა, შემდეგ კი „ფატიჰ კარაგიუმრუკი“. დანიის სუპერლიგაში გატარებულ სამ სეზონში გატანილი 30 გოლის შემდეგ, თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დიდი ნახტომი გააკეთა – უშუალოდ ლობჟანიძე „ანკარაგუჯუს“ 11 გოლში მონაწილეობდა. საბა ლობჟანიძე წარმატებული გამოსვლით ყურადღებას იპყრობს“, – წერს გამოცემა.
yenisafak ქართველის შემტევის პერსპექტივაზე წერს და არ გამორიცხავს, რომ ახალ სეზონში უკეთეს გუნდში ჩაირიცხება.
„26 წლის საბა ლობჟანიძეს „ანკარაგუჯუსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი განხორციელდეს. „ანკარაგუჯუ“ თურქეთის სუპერლიგაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში 2 მოგებით მე-18 ადგილზე გადავიდა“.