თურქული გამოცემა - „გალათასარაი“ მიქაუტაძეზე „ნადირობს“ #1TVSPORT
თურქული გამოცემა - „გალათასარაი“ მიქაუტაძეზე „ნადირობს“ #1TVSPORT

„გალათასარაიმ“ თავდამსხმელის ძიება დააჩქარა და დღის წესრიგში მოულოდნელი სახელი დასახელდა – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს. ინფორმაციას fotomac ავრცელებს.

„გალათასარაი“ ქართველ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე „ნადირობს“!

„გალათასარაიმ“ თავდამსხმელის ძიება დააჩქარა. გუნდს შეტევითი შესაძლებლობების გაზრდა სურს და დღის წესრიგში მოულოდნელი სახელი დასახელდა – ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცში“ თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელს იტალიის კლუბიც ყურადღებით აკვირდებოდა.

სუპერლიგასა და თურქეთის თასზე წარმატებებზე დაგეშილი „გალათასარაი“ აგრძელებს სატრანსფერო საქმიანობას. გუნდი მრავალრიცხოვანი ტრანსფერით გააძლიერეს და ამჯერად ახალი გარიგება სურთ. პირველ 3 თამაშში 2 მოგებისა და 1 წაგების შემდეგ „გალათასარაიმ“ შეტევაში უუნარობით მიიპყრო ყურადღება.

მწვრთნელმა ოკან ბურუკმა, რომელსაც შეტევებში მრავალფეროვნება სურს, ხელმძღვანელობას თავისი თხოვნა გადასცა. ტრანსფერებზე მუშაობისას კი დღის წესრიგში ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დადგა. ფრანგული პრესა 21 წლის ფეხბურთელს აქებს, რომელმაც სეზონი „მეცში“ კარგად დაიწყო და „გალათასარაის“ ყურადღება მიიპყრო.

„გალათასარაის“ არჩევანის ერთ-ერთი მიზეზი ის ფაქტია, რომ ცენტრალურ თავდამსხმელ მიქაუტაძეს თამაში მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზეც შეუძლია. ისიც ითქვა, რომ მიქაუტაძის მიმართ ინტერესს იტალიური „ლეჩეც“ იჩენს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო, ლიგა 2-ის 4 მატჩში „მეცის“ მაისურით 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. ქართველმა ფორვარდმა თავისი ქვეყნის ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჯამში, საკლუბო კარიერის განმავლობაში, მიქაუტაძემ 63 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. 21 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 2,20 მილიონი ევროა“, – ამტკიცებს fotomac.