თურქული გამოცემა - „ბეშიქთაში“ გიორგი კვერნაძის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის შეძენით თურქული ფეხბურთის გრანდი „ბეშიქთაში“ დაინტერესდა, – ინფორმაციას გამოცემა sabah-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ბეშიქთაშმა“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობის შევსებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ქართველი თავდამსხმელის თამაში ძალიან მოეწონა მწვრთნელს, სამეთ აიბაბას, რომელიც კვერნაძეს თურქეთისა და საქართველოს მატჩისას დააკვირდა.
გიორგი კვერნაძის სატრანსფერო უფლებები ფოთის „კოლხეთს“ ეკუთვნის, იტალიის სერია A-ს ბინადარ „ფროზინონეში“ კი ის იჯარის წესით ასპარეზობს.