თურქული გამოცემა - ანანიძეს ისევ „დენიზლისპორი“ იწვევს
თურქული გამოცემა - ანანიძეს ისევ „დენიზლისპორი“ იწვევს

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემტევ ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს ისევ თურქული სუპერლიგის „დენიზლისპორი“ იწვევს. ინფორმაციას თურქული გამოცემა yeniasir ავრცელებს.

კორონავირუსის გამო, სუპერლიგაში თამაშები შეჩერებულია, მაგრამ „დენიზლისპორი“ და მისი სკაუტები მომავალზე ფიქრობენ. სამიზნე კი ისევ ჯანო ანანიძეა. ქართველი ფეხბურთელის დამატება გუნდის დღის წესრიგში ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაშინ რუსული გუნდის, მოსკოვის „სპარტაკის” 27 წლის ფეხბურთელი კვიპროსის გუნდში, ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გადავიდა“, – წერს გამოცემა yeniasir.

ჯანო ანანიძემ კვიპროსის ჩემპიონატში 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო ქვეყნის თასის გათამაშებაში – 2 თამაში. 27 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და მისი ფორმით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.