„საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „სოგდიანას“ წინააღმდეგ გამართა და 0:2 დამარცხდა. ტესტ-მატჩში თბილისური კლუბის კარი იასურ ჰასანოვმა და იენან ზაიმოვიჩმა აიღეს.
„საბურთალო“: ლეჟავა, კაპანაძე, ჩადუნელი, ჯგერენაია, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი, პარუნაშვილი, ციცქიშვილი, ო. მამაგეიშვილი, სილაგაძე, სიხარულიძე
სათადარიგოები: კურტანიძე, კომახიძე, მამაცაშვილი, მამასახლისი, გელაშვილი, ასკურავა, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, დადიანი, გ. მამაგეიშვილი
„საბურთალო” თურქულ შეკრებაზე კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მომდევნო შეხვედრას ომარ თეთრაძის გუნდი 7 თებერვალს ჩაატარებს.