თურქულ სასტუმროში უკრაინელი და რუსი ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ #1TVSPORT
თურქულ სასტუმროში უკრაინელი და რუსი ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ #1TVSPORT

თურქულ სასტუმრო Royal Seginus-ში უკრაინული კლუბის „მინაის“ და რუსული გუნდის „შინიკის“ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა. ინფორმაცია კარპატელთა საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე უსიამოვნებამ გამოიწვია, რომელიც რუსი მოთამაშეების უხეშობას მოჰყვა და ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.

„ერთ-ერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსს შენიშვნა მისცა, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებთან არაკორექტულად იქცეოდა და აშკარად თავხედობდა. მას ბოდიში არ მოუხდია და „მინაის“ მოთამაშემ სცემა. შემდეგ რუსმა თანაგუნდელები მიიყვანა „მინაის“ წარმომადგენლებთან, რასაც ისევ ჩხუბი მოჰყვა. დილით სასტუმროში გუშინდელი ბრძოლის კვალი რუსების სახეებზე ჩანდა“, – წერს ჟურნალისტი რომან ბებეხი Twitter-ზე.

ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ „შინიკისა“ და „მინაის“ ფეხბურთელები გადავიდნენ იმ სასტუმროდან, სადაც ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა.