თურქული „ფენერბაჰჩეს“ შემტევმა ნახევარმცველმა, არდა გიულერმა მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა.
18 წლის ფეხბურთელმა მადრიდული კლუბი აირჩია იმის მიუხედავად, რომ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ბარსელონა“ მიიჩნეოდა. გიულერს „ფენერბახჩესთან“ 2025 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, რომელშიც გამოსასყიდ თანხად მითითებულია 17.5 მილიონი ევრო.
ვარაუდობენ, რომ „რეალი“ ამ თანხაზე ოდნავ მეტს გადაიხდის, რათა გარანტირებულად გაიფორმოს ფეხბურთელი. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს მონაცემებით, თანხა დაახლოებით 20 მილიონ ევროს გაუტოლდება.