თურქმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ საკუთარი შვილი მოკლა
თურქმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ საკუთარი შვილი მოკლა

თურქულ კლუბ „ბურსა ილდირიმსპორის“ ფეხბურთელმა ჯევჰერ თოქთაშმა პოლიციასთან აღიარა, რომ საკუთარი ხუთი წლის შვილი თავად მოკლა. ამ ინფორმაციას გამოცემა „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.

23 მაისს ხუთი წლის კასიმ თოქთაში ქალაქ ბურსას საავადმყოფოში კრონავირუსის სიმპტომებით აღმოჩნდა. ფეხბურთელმა შვილი მოინახულა, რის შემდეგაც პატარა გარდაიცვალა. თავდაპირველად ექიმებმა ეს კორონავირუსის გართულებას მიაწერეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა.

კასიმის გარდაცვალებიდან 11 დღის შემდეგ კი 32 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ბავშვი ბალიშით გაგუდა და ამის მიზეზად ნერვული შეტევა დაასახელა.

გარდა ამისა, თოქთაშმა განაცხადა, რომ კასიმი არასდროს უყვარდა.

თოქთაშს ჰყავს ცოლი და კიდევ ერთი ბავშვი. ამჟამად ფეხბურთელი სასამართლოს ელის.