თურქი მსაჯები ეროვნულ ლიგაში - ისინი მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩებს მოემსახურებიან #1TVSPORT
თურქი მსაჯები ეროვნულ ლიგაში - ისინი მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩებს მოემსახურებიან #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს – გადაწყვეტილება ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

არბიტრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვია, რაც თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგი და მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. დღეს, 16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის „ლოკომოტივი“-„დინამო თბილისს“ თურქ მსაჯთა ბრიგადა ქორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფა-ს არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. „დინამო არენაზე“ დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი – ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის „დილასა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯეფეხბრად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე ქორაი გენჩერლერი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი „შუქურასა“ და „თელავს“ შორის 14:00 საათზე დაიწყება, „სამგურალი“ კი „ტორპედოს“ საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.