თურქეთში ვარჯიშები განაახლეს, შენგელია „კონიასპორთან“ ერთად ემზადება
თურქეთის სუპერლიგის გუნდებმა სეზონის განმახლებისთვის მზადება დაიწყეს – მათ შორის „კონიასპორმაც“, სადაც ლევან შენგელია თამაშობს.
გამოცემა „აიანსპორის“ ცნობით, გუნდმა მოთამაშეები სრულად შეკრიბა – წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ თურქეთში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი ლევან შენგელია. „კონიასპორი“ საკუთარ ბაზაზე ემზადება.
თურქეთის სუპერლიგაში სეზონი კოვიდ-19-ის გამო 11 მარტის შემდეგ შეაჩერეს. თუმცა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰატ ოზდემირმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სეზონი აუცილებალდ უდნა განახლდეს.
”ახლა პრიორიტეტი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობა, არამედ, სუპერლიგის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაა. ჩვენ გვინდა, რომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მთავარი და ერთადერთი მიზანი სეზონის დასრულება იყოს“ – განაცხადა ნიჰატ ოზდემირმა.
გავრცელებული ცნობით, თურქეთში სეზონი 12 ივნისს განახლდება. „კონიასპორი“ გასვლაზე „გენჩერბირლიგს“ შეხვდება, ხოლო „ანკარაგუჯუ“, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, „გაზიანთებს“ ესტუმრება.