იმ დროს, როდესაც ეროვნული ლიგის ბევრი გუნდიც ვერ ახერხებს უცხოეთში წასვლას, „დინამო თბილისი 2“ თურქეთში გაემგზავრა, სადაც შეკრებას გამართავს.
გუნდი ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს იწყებს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გეზს ბელეკისკენ აიღებს და 28 თებერვლის ჩათვლით ადგილზე მოემზადება.
დინამოელებმა მზადების პირველი ეტაპი დედაქალაქში 20 იანვრიდან დაიწყეს და ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს. 5 თებერვალს თბილისის მერანთან 1:1 ითამაშეს, 12 თებერვალს კი ბოლნისის „სიონი“ 2:1 დაამარცხეს.
თურქეთში „დინამო2“ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ბელეკში გასამართი შეხვედრების განრიგი:
18.02.2022
დინამო 2 – შახტარი U19 დონეცკი
21.02.2022
დინამო 2 – არსენალი 2 ტულა
23.02.2022
დინამო 2 – დინამო 2 მოსკოვი
27.02.2022
დინამო 2 – ლოკომოტივ-კაზანკა მოსკოვი
„დინამო 2“ შეკრებაზე 21 ფეხბურთელით გაემგზავრება, ხოლო ადგილზე მათ პირველ გუნდთან შეკრება გავლილი ლუკა კუტალაძე, ირაკლი იაკობიძე და დიტო ფაჩულია შეუერთდებიან.
მეკარეები: ლუკა კუტალაძე, ლუკა კულიჯანიშვილი, დავით იობაშვილი.
მცველები: ფირუზ გაბიტაშვილი, ირაკლი იაკობიძე, ტატო ჟივიძე, ზურაბ ერაძე, გიორგი უბილავა, დათო გოგოტიშვილი, ნიკა უგრეხელიძე, თორნიკე დუნდუა.
ნახევარდაცვა: დიტო ფაჩულია, ლევან ოსიყმაშვილი, ზაურ სიჭინავა, ნიკა ცხოვრებაშვილი, ლაშა ოდიშარია, თორნიკე მორჩილაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ბადრი გოგობერიშვილი, გიორგი მირზიკაშვილი, ოთარ აფციაური, დემე ჭითაშვილი.
თავდამსხმელები: ნიკა ქოქოსაძე, მიხეილ ქოჩაკიძე.
მარტიდან ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს, დედაქალაქში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
„დინამო 2“-მა ლიგა 4 პირველ ადგილზე დაასრულა და 2022 წლის სეზონიდან ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა. ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3 4 აპრილიდან დაიწყება. პირველ ტურში ლურჯ-თეთრები საფეხბურთო კლუბ „ვარკეთილს“ შეხვდებიან.