თურქეთში გამართულ ამხანაგურ მატჩში ბათუმის „დინამო“ „რიზესპორთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ სანაკრებო შესვენებით ისარგებლა, თურქეთში „რიზესპორთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით, 2:3 დამარცხდა.
თურქეთის სუპერლიგის მეათეადგილოსან „რიზესპორს“ ანდრეი დემჩენკოს გუნდის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარა: ერაი კორკმაზი (თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრები), მარტინ მინჩევი (ბულგარეთი), ხუსნიდინ ალიკულოვი (უზბეკეთი), ატილა მოჩი (უნგრეთი), ალტინ ზექირი (კოსოვო), დალ ვარესანოვიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა).
შეხვედრა „ჩაიკურ სტადიონზე“ გაიმართა. პირველ ტაიმში მასპინძლების მხრიდან თავი 21-ე წუთზე ოსკარ პინჩიმ გამოიჩინა და „რიზესპორი“ შესვენებამდე 1:0 დაწინაურდა. მეორე ნახევარში ორივე გუნდმა 2-2 გოლი გაიტანა. „რიზესპორიდან“ გოლები კასპერ ჰოიერმა (64) და სინან ოსმანოღლუმ (82) გაიტანეს, ხოლო ბათუმის „დინამოდან“ – ალეკსანდერ იაკობსენმა და ცოტნე ფაცაციამ.
ბათუმის „დინამო“: კვასხვაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, ბალიჩი, ბაგრატიონი, ტეიდი, ზარია, ბიძინაშვილი, იაკობსენი, წიტაიშვილი, ვაწაძე
სათადარიგოთა სკამი: ჩიჩკანი, რეხვიაშვილი, ქაფიანიძე, მოსიაშვილი, ფაცაცია, ღუდუშაური, კაპანაძე, ხარაბაძე, ფაღავა, ბეგაშვილი