თურქეთის ნაკრებს ოზან კაბაკი ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ოზან კაბაკი იტალიასთან ამხანაგური შეხვედრისას დაშავდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინდა და 24 წლის მცველი ევრო 2024-ზე გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
„ეს ყველაფერი რთულად გადასატანია. ტრავმის გამო გარკვეული დროის მანძილზე მოედანზე ვერ გავალ და ევროპის ჩემპიონატს გამოვტოვებ. რაც არ შეცვლილა, ჩემი დიდი სურვილია, ისევ გავაკეთო ის, რაც მიყვარს. ყველაფერს ვიღონებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. დიდი მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს და იმ ადამიანს, ვინც მამხნევებდა“, – წერს ოზან კაბაკი.
„შემოწმების შედეგად ოზან კაბაკს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების გაწყვეტა დაუდგინდა. 24 წლის მცველი ტრავმის სიმძიმის გამო ევრო 2024-ზე ჩვენი შემადგენლობიდან ამოვარდა. მას გამოჯანმრთელებას და მოედანზე სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ“, – ვკითხულობთ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველოსთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.