თურქეთის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი გეკდენიზ კარადენიზი - ევრო 2024-ზე საქართველო მომეწონა, კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა #1TVSPORT
თურქეთის ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, გეკდენიზ კარადენიზმა ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებისა და მისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
„საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად ითამაშა და შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. მათ აქცენტი დაცვით ფეხბურთსა და სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთეს. თუ ვისაუბრებთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მანაც ძალიან კარგად ითამაშა“, – განაცხადა კარადენიზმა Sport 24-თან ინტერვიუში.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფიდან გავიდა და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთთან დამარცხდა.