თურქეთიდან დაბრუნებული ნაკრები თბილისში ემზადება - ვაისმა მხოლოდ უთამაშებლები დატვირთა
კორეასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დანიასთან თამაშისთვის თბილისში ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩში დანიას უმასპინძლებს.
ნაკრებმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ. საწვრთნელ პროცესში კი სრული დატვირთვით ის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც კორეის წინააღმდეგ არ უთამაშიათ.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებები 7 სექტემბერს გამართავენ.
საქართველოს ნაკრები 24-კაციანი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);
ფეხბურთის ფედერაციამ 7 სექტემბერს დაგეგმილი ვარჯიშებისა და პრესკონფერენციების განრიგი გამოაქვეყნა:
15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია – „დინამო არენა“;
19:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში – „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის);
17:00 დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენეცია – „დინამო არენა“;
18:00 დანიის ნაკრების ვარჯიში – „დინამო არენა“ (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის).
საქართველო- დანიის შეხვედრა 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენაზე“ დაგეგმილი მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში www.TKT.ge-ზე. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.