თურქეთის ნაკრებმა 24-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების შანსი მიიღო. ვინჩენცო მონტელას გუნდმა შესარჩევი პლეიოფის ნახევარფინალში მინიმალური ანგარიშით მოუგო რუმინეთს. ერთადერთი გოლი არდა გიულერის ჩაწოდების შემდეგ მცველმა ფერდი ქადიოგლუმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს იყო პირველი გოლი ნაკრებში.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად თურქეთი 31 მარტს სტუმრად ითამაშებს კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ.
C გზა
1/2-ფინალი
თურქეთი-რუმინეთი 1:0
გოლი: 1:0 ფერდი ქადიოგლუ (53)
სლოვაკეთი-კოსოვო 3:4
გოლები: 1:0 ვალიენტი (6), 1:1 ჰოჯა (21), 2:1 ჰარასლინი (45), 2:2 ასლანი (47), 2:3 მუსლია (60), 2:4 ჰაირიზი (72), 3:4 სტრელეცი (90+4)
ფინალი. 31 მარტი
22:45 კოსოვო-თურქეთი