თურქეთი 2002 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთი 2002 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთის ნაკრები 24-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნდა. შესარჩევი პლეიოფის ფინალში ვინჩენცო მონტელას გუნდმა სტუმრად 1:0 დაამარცხა კოსოვო. ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე „ფენერბახჩეს“ ფორვარდმა, ქერემ აქთურქოგლუმ გაიტანა.

თურქეთი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-თან, პარაგვაისა და ავსტრალიასთან ითამაშებს.

 

C გზა

ფინალი

კოსოვო-თურქეთი            0:1

გოლი: 0:1 ქერემ აქთურქოგლუ (53)