ტურის მატჩი საფრანგეთში - მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
ტურის მატჩი საფრანგეთში - მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT

15 აპრილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდებიან – გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრის რეპორტაჟს სოციალური მედიისა და ვებგვერდის საშუალებით გეგმავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც ახალი პროექტი აპრილიდან წამოიწყო და ქართველი ლეგიონერების გუნდების შეხვედრების რეპორტაჟებს აჩვენებს.

ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ლეგიონერების კიდევ ერთი კლუბის მატჩს შემოგთავაზებთ. 16 აპრილს სლოვაკეთის საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრაში გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანი“ „დუკლას“ ეთამაშება. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება.

გულშემატკვირებს მატჩების სანახავად შეუძლიათ გადმოიწერონ აპლიკაცია (IOS, Android) და შემდეგ მოძებნონ ფეხბურთის ფედერაციის გვერდი GFFTV. მატჩების ყურება ასევე შესაძლებელია ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე – nakrebi.ge

ახალი პროექტის ფარგლებში ​პირდაპირი რეპორტაჟები ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.